აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახალი სამთავრობო ვებგვერდი აამოქმედა, რომლის მიზანიც ამერიკელებისთვის რეცეპტული მედიკამენტების ხარჯების შემცირებაა.
თეთრმა სახლმა ხუთშაბათს წარადგინა TrumpRx.gov – ვებგვერდზე წარმოდგენილია 40-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი ხუთი ფარმაცევტული კომპანიისგან, რომლებმაც ადმინისტრაციასთან ფასებზე შეთანხმებას მიაღწიეს: AstraZeneca, Eli Lilly, EMD Serono, Novo Nordisk და Pfizer.
„თქვენ დიდ ფულს დაზოგავთ“, – განაცხადა ტრამპმა. „ეს ასევე ძალიან კარგია ჯანდაცვის სისტემისთვის ზოგადად“.
ვებგვერდი მოქალაქეებს ჰპირდება „მსოფლიოში ყველაზე დაბალ ფასებს რეცეპტულ მედიკამენტებზე“ და წარმოადგენს პოპულარულ პრეპარატებს, მათ შორის წონაში კლებისთვის განკუთვნილ ისეთ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა Ozempic-ი და Wegovy.
კომენტარები
