ნიუ-იორკში იმიგრანტების უფლებების დაცვის მიზნით ქალაქის მერმა სპეციალური ზომები მიიღო. ზოჰრან მამდანიმ ხელი მოწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით მუნიციპალური სამსახურები ვალდებულნი არიან, დაიცვან იმიგრანტების პირადი ინფორმაცია და არ გაუზიარონ იგი ფედერალურ სამიგრაციო სამსახურს, გარდა კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევებისა.
მიღებული გადაწყვეტილებით, ფედერალური სამიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები ვერ შევლენ ქალაქის დაწესებულებებში და შენობებში სასამართლოს ნებართვის გარეშე.
“ყოველდღე წარმოუდგენელ სისასტიკეს ვეჩეხებით. ნიღბიანი აგენტები, რომელთა საქმიანობა ჩვენივე გადახდილი გადასახადებით ფინანსდება, არღვევენ კონსტიტუციას და ჩვენს მეზობლებს ტერორში აცხოვრებენ. ადამიანებს მანქანებიდან იტაცებენ. მშვიდობიან მოსახლეობას იარაღს უმიზნებენ, ოჯახებს კი გახლეჩა ემუქრება. საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური ვერ შევა ნიუ-იორკის შენობებში საქმის სასამართლო ორდერის გარეშე. არცერთ ნიუ-იორკელს არ უნდა ეშინოდეს ქალაქის სერვისებით სარგებლობის,” – აცხადებს ზოჰრან მამდანი.
