უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე უფრო დიდ საფრთხეში არიან, ვიდრე ეს 2022 წელს, ომის დასაწყისში იყო. ინფორმაციას Die Zeit-ი ავრცელებს.
გერმანული მედიის ცნობით, სირსკი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ფრინტის ხაზზე საფრთხის შემცველი ზონა იზრდება.
უპილოტო საფრენი აპარატების შექმნისა და მართვის საქმეში მიღწეული ტექნოლოგიური პროგრესი იქამდე მივიდა, რომ ე.წ. სიკვდილის ზონის სიღრმე, სადაც ჯარისკაცების სიცოცხლეს ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება, 20 კილომეტრამდე გაიზარდა, აღნიშნავს სირსკი.
კომენტარები
