ბრიტანეთის ეკონომიკა კრახის წინაშეა და ქვეყანას ფინანსური კრიზისი ემუქრება, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა.
ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ, ენერგო და ფინანსურ ვითარებაზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და გამოსავალზე ტრასმა თავის პოდკასტში ისაუბრა.
„ბრიტანეთის ეკონომიკა კატასტროფის ზღვარზეა. ენერგომატარებლების ღირებულება ასტრონომიულია, ვალი იზრდება, საგადასახადო დანაშაული ისევ მაღალ მაჩვენებელზეა. სახელმწიფო სექტორში ხელფასები იზრდება, პროდუქტიულობა კი იკლებს. დიდ ბრიტანეთს არ აქვს სიცოცხლისუნარიანი ბიზნეს-მოდელი. საკვანძო სფეროები – ენერგეტიკა, საბანკო სისტემა და კავშირი უკვე მკაცრი რეგულაციების ქვეშ მოექცა. მცირე ბიზნესს გაფართოებისთვის კრედიტის აღება აღარ შეუძლია. ეკონომიკა მხოლოდ სახელმწიფო სექტორის ბლოკის ინტერესებისთვის ფუნქციონირებს. მათი ძლიერი ქსელები საერთაშორისო დონეზე მოქმედებენ. მჭიდრო კავშირები აქვთ ჩინეთთან და იქიდან ფინანსდებიან. ენერგეტიკული დომინირების აღსადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა რეინდუსტრიალიზაციას ექნება, რასაც იაფი ენერგიის გარეშე ვერ მივაღწევთ. უნდა გამოვიყენოთ ჩრდილოეთის ზღვის შესაძლებლობები, დავიწყოთ ჰიდრავლიკური რღვევა და ბირთვული ენერგიის გამოყენება. ეს ძლიერ ბიძგს მისცემს ისეთ ინდუსტრიებს, როგორებიცაა ფოლადის წარმოება, ასევე ხელოვნური ინტელექტი და კრიპტო. გვჭირდება ჩვენი კრიტიკული მინერალების გამოყენება. დაწერილი წესები უნდა გაუქმდეს, ევროკავშირის ყველა კანონი უნდა გაუქმდეს, გადასახადები შემცირდეს, გაიზარდოს კონკურენტუნარიანობა. ჩვენ ევროკავშირთან ჭიპლარი გადავჭერით. იგივე უნდა გავაკეთოთ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან მიმართებით“, – თქვა ტრასმა.
