აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ მინისტრს, სანაე ტაკაიჩის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ის უაღრესად პატივცემული და ძალიან პოპულარული ლიდერია. სანაეს თამამმა და ბრძნულმა გადაწყვეტილებამ არჩევნების დანიშვნის შესახებ დიდი შედეგი გამოიღო“, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, პატივი იყო ტაკაიჩისა და მისი კოალიციის მხარდაჭერა, „ხოლო ხალხს, რომელმაც ასეთი ენთუზიაზმით მისცა ხმა“, ყოველთვის ექნება ტრამპის მტკიცე მხარდაჭერა.
იაპონიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ლიბერალურ დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. ტაკაიჩის პარტიამ 465 წევრიან ქვედა პალატაში 352 ადგილის მოპოვება შეძლო, რითიც ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა.
კომენტარები
