ვენესუელელი ოპოზიციონერი ხუან პაბლო გუანიპა ციხიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში გაიტაცეს.
როგორც მედია წერს, ინფორმაციას ხუან პაბლო გუანიპას შვილი და ნობელის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო ადასტურებენ.
მათი თქმით, შემთხვევა კარაკასში გვიან ღამით მოხდა.
„შეიარაღებული, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცები ოთხი მანქანით მივიდნენ და ძალით წაიყვანეს“, – განაცხადა მაჩადომ.
მედიის ცნობით, ხუან პაბლო გუანიპა ვენესეულის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით რვა თვის წინ დააკავეს, თუმცა 8 თებერვალს გათავისუფლდა.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ნიკოლას მადურო დააკავა და შტატებში გადაიყვანა, ვენესეულის ციხეებიდან დაახლოებით 900 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს.
კომენტარები
