ისინი, ვინც უნგრეთისთვის ხელმისაწვდომი ენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე მუშაობენ, ჩვენს ძირითად ინტერესებს არღვევენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს.
მისი თქმით, უკრაინა თავს არა უნგრეთის მოწინააღმდეგედ, არამედ მტრად წარმოაჩენს.
„ისინი, ვინც ცდილობენ, უნგრეთს ხელმისაწვდომ ენერგიაზე წვდომა შეუზღუდონ, არღვევენ ჩვენს ძირითად ინტერესებს. მოდით, ნათლად ვთქვათ: უკრაინა თავს არა უნგრეთის მოწინააღმდეგედ, არამედ მტრად წარმოაჩენს“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე.
კომენტარები
