ინდოეთმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ტანკერები დააკავა. მედიის ცნობით, ინდოეთის სანაპირო დაცვამ მუმბაიდან 100 საზღვაო მილში სამი გემი, რომლებიც კონტრაბანდული ნავთობის გადატანას ცდილობდნენ, 5 თებერვალს, დააკავა. მათივე ცნობით, გემი STELLAR RUBY ირანის დროშით ცურავდა, ASPHALT STAR მალის, AL JAFZIA კი – ნიკარაგუას.
ინდოეთის სანაპირო დაცვამ არ დააკონკრეტა, რომ გემები სანქციების ქვეშ იმყოფებოდნენ, მაგრამ აღნიშნა, რომ მათ კონფლიქტის ზონებიდან კონტრაბანდული საქონელი გადაჰქონდათ.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ტანკერებმა იაფი ნედლი ნავთობი ზღვით გადაიტანეს და შემდეგ საერთაშორისო წყლებში საავტომობილო ტანკერებზე გადატვირთეს. მათივე ცნობით, სამივე გემი ხშირად იცვლიდა იდენტობას საზღვაო სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სისხლის სამართლებრივი დევნის თავიდან ასაცილებლად.
ცნობისთვის, 2 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ინდოეთმა უარი თქვა რუსული ნავთობის შესყიდვებზე და აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერს ხელს, რომელიც დაუყოვნებლივ შევა ძალაში. ამის გამო კი, ინდური ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები რუსული ნავთობის შეძენას თავს არიდებენ.
