დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი, TV2-ის შესახებ, რომელიც ნაწილობრივ სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი მედია არხია, აცხადებს, რომ იგი “საშინელი არხია”, – ამის შესახებ ინფორმაციას დანიური მედია BT news ავრცელებს.
როგორც BT news-ი იუწყება, საქმე ეხება გასულ წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც დამოუკიდებელი მედიასაშუალება Frihedsbrevet-ის მიერ მოპოვებული აუდიო ჩანაწერებია ნაჩვენები, სადაც, სავარაუდოდ, ლარს ლოკე რასმუსენი სთავაზობს 370,000 დანიურ კრონს მისი პარტიის წევრ პარლამენტარ მაიკ ფონსეკას, რათა დატოვოს პარლამენტი და თავისი “სკამი გადასცეს” თანაპარტიელ კოლეგას, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ფონსეკა 15 წლის გოგონასთან იმყოფებოდა ურთიერთობაში.
როდესაც ლარს ლოკე რასმუსენი რიტორიკულად სვამს შეკითხვას, საერთოდ კითხულობს თუ არა ვინმე Frihedsbrevet-ს დანიაში, მისი მრჩეველი პასუხობს: “მხოლოდ მაშინ, როცა სხვები მათ ახალ ამბებს იღებენ და სენსაციებად გარდაქმნიან – მაგალითად TV2.“ მინისტრმა კი ამაზე უპასუხა, რომ TV2 ყველაზე ცუდი არხია – “იმიტომ, რომ TV2 საშინელი არხია – ყველაზე ცუდი ტელეარხი, რასაც ოდესმე უარსებია”, – ვკითხულობთ BT news-ის სტატიაში.
