ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი არ აპირებს, კონფლიქტებში ჩაერთოს, რადგან ეს უნგრელ ხალხს დააზარალებს.
ამასთან, უნგრეთის პრემიერის თქმით, 1999 წელს ვაშინგტონმა ბუდაპეშტს იუგოსლავიის ომში ჩაბმა სთხოვა, რაზეც უნგრეთის პასუხი იყო – არა.
„1999 წელს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა უნგრეთს სთხოვა, ჩართულიყო და ახალი ფრონტი გაეხსნა იუგოსლავიის ომში. ჩვენი პასუხი იყო ცალსახა „არა“. დადებითი პასუხის შემთხვევაში ჩვენი ხალხი კონფლიქტის შედეგებით დაზარალდებოდა. „არა“-ს თქმა შესაძლებელია, თუ ამის გამბედაობა გექნებათ“, – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.
კომენტარები
