ჯეი დი ვენსმა და ნიკოლ ფაშინიანმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ერევანში გამართულ შეხვედრაზე მოეწერა ხელი.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი სომხეთის დედაქალაქში წუხელ ჩავიდა, დღეს კი აზერბაიჯანში გაემგზავრება. ჯეი დი ვენსის ვიზიტის მიზანია აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო ძალისხმევისა და პროექტ „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ ხელშეწყობა.
კომენტარები
