უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო სიტყვა უკრაინელ ხალხს ეკუთვნის.
ზელენსკის თქმით, ის არ არის დარწმუნებული, რომ დელეგაციების დონეზე მომუშავე გუნდებს ტერიტორიული დავების გადაჭრა რეალურად შეუძლიათ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღება ან უარყოფა მხოლოდ უკრაინელი ხალხის პრეროგატივაა და არა მსოფლიოს რომელიმე ლიდერის თუ ძლიერი სახელმწიფოსი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტერიტორიული საკითხების მოგვარება, შესაძლოა, სამი ლიდერის დონეზე სცადონ.
„მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს გუნდებს ნამდვილად შეუძლიათ ტერიტორიების საკითხის გადაჭრა. რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს ხალხზეა დამოკიდებული; საბოლოო ჯამში, სწორედ ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს ეს სამშვიდობო შეთანხმება ან არა, და არა ვინმე სხვამ მსოფლიოში. და ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, ძლიერია ქვეყანა თუ ძლიერია ლიდერი, თუ არა. ეს დამოკიდებულია უკრაინელ ხალხზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
