უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარტნიორებმა უნდა გასცენ პასუხი ერთ კითხვას, მათ არჩევნების ჩატარება, თუ არჩევნების გზით მისი შეცვლა სურთ.
„ჩვენმა პარტნიორებმა უნდა თქვან, რა უნდათ. მათ უნდათ არჩევნები, თუ ჩემი შეცვლა? ვფიქრობ, რუსებს ჩემი შეცვლა სურთ. საამისოდ ისინი ფიზიკური შეცვლის მეთოდს, ან სხვა ნაბიჯებს იყენებენ. არჩევნები ძალიან ცივილიზებული გზაა, მაგრამ შეუძლებელია გავლენა მოახდინო სხვა ერზე. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, ვისთან იცხოვროს“, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აგრეთვე დასძინა, რომ ის მზადაა ამერიკელების წინადადებას დათანხმდეს და არჩევნები ჩაატაროს, თუ რუსეთი ორთვიან ზავს გამოაცხადებს.
კომენტარები
