ცენტრალურ ნიგერიაში, პლატოს შტატში, ტყვიის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 40-მდე მაღაროელი დაიღუპა. მედიის ცნობით, 30-მდე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შტატი, სადაც აფეთქება მოხდა, ქვეყნის სამთო-მოპოვებითი მრეწველობის ისტორიული ცენტრია, თუმცა ბოლო წლებში ამ დარგმა მკვეთრი დაღმასვლა განიცადა.
ამ რეგიონის დედაქალაქი, ჯოსი, ცნობილია როგორც “კალის ქალაქი”, რაც შტატის სამთო წარსულზე მიანიშნებს; თუმცა, ამჟამად იქ ძირითადად მხოლოდ მცირე ზომის, უნებართვო კუსტარული მაღაროებიღა ფუნქციონირებს.
კომენტარები
