ბატონო პრეზიდენტო, 4 წლის განმავლობაში თქვენ ვერ მიიღეთ სუვერენული უნგრეთის მთავრობისა და უნგრელი ხალხის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. 4 წლის განმავლობაში თქვენ მუშაობთ იმისთვის, რომ აიძულოთ უნგრეთი ჩაებას ომში თქვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის. ამ დროის განმავლობაში თქვენ მიიღეთ მხარდაჭერა ბრიუსელისგან და უნგრეთის ოპოზიციისგან, – აღნიშნულია ღია წერილში, რომელიც ვიქტორ ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკის მისწერა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის უკრაინის პრეზიდენტს ანტიუნგრული პოლიტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და მეტ პატივისცემას ითხოვს.
„ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ თქვენ, ბრიუსელი და უნგრეთის ოპოზიცია კოორდინაციას უწევთ ძალისხმევას, რათა უნგრეთში ხელისუფლებაში პროუკრაინული მთავრობა მოიყვანოთ.
უკანასკნელ დღეებში თქვენ დაბლოკეთ ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უნგრეთის ენერგომომარაგებისთვის. თქვენი ქმედებები მიმართულია უნგრეთის ინტერესების წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნის უნგრული ოჯახების უსაფრთხო და ხელმისაწვდომ ენერგომომარაგებას. ამიტომ მოგიწოდებთ, შეცვალოთ თქვენი ანტიუნგრული პოლიტიკა!
ჩვენ, უნგრელი ხალხი, არ ვართ პასუხისმგებელი იმ სიტუაციაზე, რომელშიც უკრაინა იმყოფება. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, მაგრამ არ გვსურს ომში მონაწილეობა. ჩვენ არ გვსურს ომის ძალისხმევის დაფინანსება და არ გვსურს ენერგიაში მეტის გადახდა.
მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გახსნათ ნავთობსადენი „მეგობრობა“ და თავი შეიკავოთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ნებისმიერი შემდგომი თავდასხმისგან. მეტი პატივისცემა უნგრეთს!“, – წერს ორბანი.
