აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან დრონების შემოჭრასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს ფორმატში სხდომა გამართა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანი იცავდა და დაიცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩვენ ვიცავდით და ვიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ბოლო მოვუღეთ სომხეთის ოკუპაციას, ასევე მზად ვართ ვაჩვენოთ ჩვენი სიძლიერე ნებისმიერ ბოროტ ძალებს, ამას ნუ დაივიწყებს ირანიც“, – განაცხადა ალიევმა.
მან მომხდარს ირანის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის უმადურობის დიდი მაგალითი.
კომენტარები
