თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ „უდიდეს ნაბიჯებს დგამს სამხედრო მიზნების მისაღწევად“.
მისი თქმით, ამ დროისთვის განადგურებულია მტრის 5,000-ზე მეტი სამიზნე, ირანის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმები 90%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო დრონებით თავდასხმები – დაახლოებით 85%-ით.
ლევიტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის არმია ახლა „ირანის სარაკეტო წარმოების ინფრასტრუქტურის დემონტაჟზე“ გადადის.
„ჩვენმა საოცარმა B-2 ბომბდამშენებმა ცოტა ხნის წინ ათობით შეღწევადი ბომბი ჩამოყარეს ღრმად განთავსებულ სარაკეტო ობიექტებზე“, – აღნიშნა ლევიტმა.
კომენტარები
