სამშენებლო კომპანია “ანაგმა” ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბელის სახელობის სამკითხველო დარბაზის რეაბილიტაცია განახორციელა, რის შესახებაც ოფიციალურ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
”დავასრულეთ ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის სამკითხველო დარბაზის რეაბილიტაცია.
აღნიშნული პროექტი ჩვენი კომპანიის სრული დაფინანსებით განხორციელდა ანაგსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
შესრულებული სარესტავრაციო სამუშაოები საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ მოინახულეს”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





კომენტარები
