“ჩვენი ოპონენტების მთავარი პრობლემა არის არა ფაქტებზე, არამედ აღქმებზე დაყრდნობა – ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ფაქტები, სტატისტიკა და რიცხვები, რომლებიც არ ტყუიან,” – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “დებატებში” ისაუბრა.
“ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლა დგას სამ სვეტზე: პირველი – ეს არის გამჭვირვალობა, მეორე – პრევენცია, მესამე – სამართალდამცავი უწყებების ეფექტური მუშაობა. პრევენციის ნაწილში ამოქმედებულია ისეთი მექანიზმები, როგორიც არასდროს ყოფილა არც ერთ ეტაპზე ამ ქვეყანაში. როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ ეს “ფეიკ” ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ და კლანებს შორის რაღაც დაპირისპირება, მაშინ უნდა ჩამოვყვეთ – შეიძლება თუ არა ეს ყველაფერი დავაკვალიფიციროთ “ფეიკ” ბრძოლად. მაგალითისთვის, შექმნილია ბაზრის კვლევის ელექტრონული სისტემა, რომელიც არის აბსოლუტურად ქართული ნოუ-ჰაუ, არც ერთ ქვეყანაში არ არის, რომელმაც 3 თვეში, 2 მილიარდ 800 მილიონის ბაზრის კვლევები ჩაატარა და 50 მილიონი შესყიდვები უკან ჩააბრუნა.
ჩვენი ოპონენტების მთავარი პრობლემა არის არა ფაქტებზე დაყრდნობა, არამედ აღქმებზე დაყრდნობა – ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ფაქტები, სტატისტიკა და რიცხვები, რომლებიც არ ტყუიან,” – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
