მნიშვნელოვანია ყველამ ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის, ვუსურვოთ მას სიმხნევე და გამოჯანმრთელება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კავკასიის მედიცინის ცენტრში.
მისი თქმით, პატრიარქის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ყველაფერი კეთდება.
„ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად ვიდგეთ, ვილოცოთ მისთვის. იყო კონსილიუმი, განიხილავენ საკითხებს თუ რა როგორ უნდა გადაწყდეს. სახელმწიფოც, ჯანდაცვის სამინისტრო და თითოეული ექიმი ყველაფერს აკეთებენ, რომ სამედიცინო ჩარევით შესაძლებელი გახდეს მისი ჯანმრთელობის გამოსწორება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.
