საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა.
საქართველო კათოლიკოს – პატრიარქს ილია მეორეს ხვალ სამების საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ბევრი დეტალია შესათანხმებელი და საპატრიარქო დილითვე გაავრცელებს განცხადებას.
„დეტალებია ძალიან ბევრი შესათანხმებელი და ხვალ დილიდანვე საპატრიარქოს სახელით გავაკეთებთ განცხადებას.
ხვალ იქნება დასვენებული უკვე სამების ტაძარში“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა.
პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს იქნა არჩეული.
