საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ბოჭორიშვილის განცხადებით, ილია მეორე იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ერის სულიერი საყრდენი და სინდისი – თაობების გზამკვლევი, რწმენის დამცველი და სიმტკიცის სიმბოლო.
„დღეს მთელი საქართველო ქედს იხრის მწუხარების ნიშნად. მისი უწმინდესობა, ილია მეორე იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი საყრდენი და სინდისი – თაობების გზამკვლევი, რწმენის დამცველი და სიმტკიცის სიმბოლო“, – წერს ბოჭორიშვილი.
კომენტარები
