ექსპერტი ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი, არსებული ხელმძღვანელობის პირობებში გაცილებით უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე მანამდე. „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან განაცხადა, რომ ეკონომიკაში არსებული ტენდენციები პოზიტიური და იმედისმომცემია.
“ეროვნული ბანკი დღეს გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე წინა პერიოდში – სებ-ის პოლიტიკა მიმართულია ქვეყანაში ზოგადად ფინანსური სტაბილიზაციის უზრუნველყოფაზე და არა ექსკლუზიურად მხოლოდ ინფლაციის თარგეთირებაზე. ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სწორი ანტიციკლური მონეტარული პოლიტიკის გატარება, განახორციელდა ცვლილებები კომერციული ბანკების სარეზერვო განაკვეთებში, რაც საშუალოვადიანი პერიოდისთვის ლარიზაციის ზრდის ხელისშემწყობი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ლარზე მოთხოვნის გაზრდას, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს დოლარიზაციის ხარისხის შემცირებას. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაშიც ყოველთვის ვსაყვედურობდით სებ-ის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს“,- აცხადებს კალანდაძე.