მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს და მართლმადიდებლურ სამყაროს, რადგანაც ეპოქალური პიროვნება დავკარგეთ, – განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
მისივე თქმით, დიდი მწუხარება და გლოვაა საქართველოსთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის.
„ვიმედოვნებთ, რომ ის როგორც ჩვენი სულიერი მამა ზეციური ცათა სასუფევლიდან კვლავაც ილოცებს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს სინოდზე განიხილება დაკრძალვის დეტალები“, – აღნიშნა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
კომენტარები
