სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.
სამგლოვიარო ცერემონიაზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ივანიშვილთან ერთად. ასევე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.





















კომენტარები
