მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება, ეპოქალური ადამიანისა, რომელიც ათასწლეულებში ერთი მიემადლება ხოლმე ღვთისგან ადამიანებს, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.
„ყველამ დაინახა, ათიათასობით ადამიანი ემშვიდობება უწმინდესს. ამ დღეების განმავლობაში ტაძარი დღისითაც და ღამითაც ღია იქნება და მსურველებს საშუალება ექნებათ გამოემშვიდობონ პატრიარქს“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
კომენტარები
