საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
კერძოდ, ევროკომისიამ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ. დიდი ბრიტანეთის მთავრობა კი პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულებების შეზღუდვას გეგმავს.
როგორც ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, თვალს ვადევნებთ ევროპის კონტინენტის რუსეთიზაციის უმძიმეს პროცესს.
„თვალს ვადევნებთ ევროპის კონტინენტის რუსეთიზაციის უმძიმეს პროცესს.
არა „რუსულ გადადებას“ ევროკავშირში და არა „რუსულ კანონს“ ბრიტანეთში“, – წერს იგი.
კომენტარები
