ჩვენ არ გვიკვირს ის, რაც იკადრეს წლების განმავლობაში საპატრიარქოს და მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ. დეპუტატი გამოეხმაურა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მართლმადიდებელ ეკლესიასა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეზე შეტევას.
მისი თქმით, ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობები, წარუმატებლობისთვისაა განწირული.
„ჩვენ ასევე ვიხილეთ უწმინდესის გარდაცვალების პერიოდში არაერთი სამარცხვინო განცხადება, არაერთი ისეთი კამპანია, რომელიც შეურაცხყოფდა, მათ შორის, საპატრიარქოს. ახლა უკვე ვხედავთ, რომ სხვადასხვა აქტორების მისამართით ხორციელდება დეზინფორმაციის კამპანია, ხორციელდება შეურაცხმყოფელი კამპანია, რომლის მიზანიც არის ეკლესიის დისკრედიტაცია. ეს რა თქმა უნდა განწირულია წარუმატებლობისთვის“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
