ამერიკის პრეზიდენტს გვარამია გადააფიქრებინებს, ევროკავშირს ნუ ეჩხუბები, თავი გაანებეო? ალბათ, ესეც იუმორის ჟანრია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციასა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას შორის ღირებულებითი დაპირისპირებაა,და ამას არც ერთი მხარე არ მალავს.
„დავაკვირდეთ, რა ხდება ევროკავშირსა და ამერიკას შორის, მათ შორის მკვეთრი დაპირისპირებაა. „ნაცმოძრაობამ“ თქვას, ვის მხარეს დგას, ამერიკის თუ ევროკავშირის? ტრამპის ადმინისტრაციასა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას შორის ღირებულებითი დაპირისპირებაა. ამას არც ერთი მხარე არ მალავს. გვარამია გადააფიქრებინებს ტრამპს თავის ღირებულებით ნაწილს და იტყვის, კი, გენაცვალე, ჩადით და საქართველოში მხარს დავუჭერთ მამრობითი სქესის ქორწინებასო? ამის იმედი თუ აქვთ, იქ ტყუილად ჩადიან. ამერიკის პრეზიდენტს გვარამია გადააფიქრებინებს, ევროკავშირს ნუ ეჩხუბები, თავი გაანებეო? ალბათ, ესეც იუმორის ჟანრია. ამათ ვოიაჟებს მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
