სამართლიანი რეგულირება ნიშნავს იმას, რომ ოპტიმალურ ფასად, სამართლიან ფასად მიეწოდებოდეს მედიკამენტი პაციენტს და მეორეს მხრივ, მოხერხებადი იყოს ბიზნესისთვის, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ იმ მედიკამენტების რაოდენობა გაიზრდება, რომელზეც რეფერენტული ფასები იმოქმედებს.
„ვფიქრობ, ამ მიმართულებით ერთმნიშვნელოვნადაა გადასადგმელი ნაბიჯები და [სია გასაფართოებელია]. ფაქტია, რომ იმ მედიკამენტებზე, რომელზეც რეფერენტული ფასები ვრცელდება, იქ სამართლიანი ფასებია უზრუნველყოფილი. სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ გვაქვს არასწორი საფასო პოლიტიკის შემთხვევები. სამართლიანი რეგულირება ნიშნავს იმას, რომ ოპტიმალურ ფასად, სამართლიან ფასად მიეწოდებოდეს მედიკამენტი პაციენტს და მეორეს მხრივ, მოხერხებადი იყოს ბიზნესისთვის, რომ მოგების მიღება მაინც შეძლოს, თუნდაც სამართლიან ფასად აწვდიდეს კონკრეტულ მედიკამენტს პაციენტს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
