საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან. ჩვენ ხაზი გავუსვით ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვის მნიშვნელობას და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის განმტკიცებას. გამოვხატეთ მზადყოფნა საქართველო-აშშ-ის კავშირების გაძლიერებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის განვითარების მიმართ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
Had a productive phone conversation with @SecRubio. We empathized the importance of resetting our partnership and reinforcing Georgia’s role as a strong partner in the South Caucasus. Committed to strengthening Georgia–U.S. ties and advancing regional stability and connectivity.
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) March 30, 2026
