მადლობა უფალს, რომ მე მომიწია იმ დროს ცხოვრება, როდესაც ასეთი პატრიარქი გვყავდა. მადლობა უფალს, რომ მან სწორი გზა მიმითითა და მართალი გზა მიმითითა, – განაცხადა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“ პატრიარქზე საუბრისას.
მან გაიხსენა ის დღე, როდესაც შვილის გარდაცვალების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრა სთხოვა.
„მე არ ვიყავი ეკლესიური. 40 დღის ერთი დღით ადრე ითხოვა პატრიარქმა ჩემთან შეხვედრა. პირველი კითხვა ასეთი იყო -რას ფიქრობ?! მე რას ვფიქრობ თქვენ არ უნდა გაგიკვირდეთ, მთიდან ვარ, მთიდან ხართ. გამაჩერა – „მესაუბრეთ თქვენ შვილზე, როგორი იყო, როგორ ცხოვრობდა“. მომაყოლა დაბადებიდან გარდაცვალებამდე. მერე მხარზე ხელი დამადო და მითხრა: „თუ თქვენი შვილი ასეთ იყო, ახლა თქვენ გაცვალეთ მამა-შვილობა. ის არის მამა, შენ ხარ შვილი. ის წავიდა შენს მაგივრად, შენ უნდა შეასრულო შენი მისია“. არ იყო ამ სიტყვების მოსმენა იმ დროს ადვილი და არც სასიამოვნო. მაგრამ მერე მივხვდი, რომ შენ პატრიარქმა წუთისოფლისკენ კი არ შემოგატრიალა, საწუთისოფლოდ მოგაბრუნა.
მერე მივხვდი, რომ შენში პატრიარქმა, რაც შენ გქონდა ჩაფიქრებული – შურისძიებაზე ფიქრი, ჩაგინაცვლა სიყვარულით, მიტევებით და მოგცა გზა თუ როგორ უნდა იარო ამ წუთისოფელში, რომ ვინმესთვის შეგეძლოს შენის მიტანა, ვინმეს ესაუბრო იმ ტკივილებზე ისე, რომ გარკვეული სიმძიმე ტრაგიზმისა სტრიქონს ჩამოაცილო“, – განაცხადა ტარიელ ხარხელაურმა.
