სანქტ-პეტერბურგი-თბილისის რეისზე, თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრი მაუწყებელი” ავრცელებს.
მაუწყებელთან “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილიაცხადებს, რომ სამართალდამცავებმა უკვე შეამოწმეს თვითმფრინავის სალონი და მგზავრების ბარგი. ამ დროისათვის, მიმდინარეობს მგზავრების სკანირება.
გივი დავითაშვილის განცხადებით, მგზავრების სკანირების დასრულების შემდეგ, თვითმფრინავი თბილისში გამოფრინდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელ ნივთერებას ეძებდნენ. თვითმფრინავი პულკოვოს საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალში საგანგებოდ დაეშვა.
კომენტარები