თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი გაზით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, CO სახლში წყლის გამაცხელებლიდან დაგროვდა.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ადგილობრივები ყვებიან, რომ მომხდარის შესახებ ერთ-ერთმა მეზობლებმა მას შემდეგ გაიგო, რაც ზედა სართულიდან დიდი რაოდენობით წყალი ჩაუვიდა. მას შემდეგ, რაც სახლიდან არავინ გამოეხმაურა, მათ კარი შეამტვრიეს, თუმცა ისინი უკვე გარდაცვლილი იყვნენ.
კაცი აბაზანაში, მისი მეუღლე კი საძინებელში იპოვეს. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ცხედრები პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.
მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის 240 პრიმა მუხლით აღიძრა.
კომენტარები