„ბიბისის“ ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დღეს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე, ქვეყნის სამხრეთსა და სხვა რეგიონებზე მასშტაბური ავიაიერიში მიიტანეს.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 182 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 890 დაშავდა. თავის მხრივ, ლიბანის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო 254 დაღუპულისა და 1 165 დაშავებულის შესახებ იუწყება.
უფლებადამცველები მოუწოდებენ ისრაელს, „დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები და უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო პირები დაცული იყვნენ“.
კომენტარები
