თურქეთში მოკლული 39 წლის გივი მაჩაიძის ცხედარი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.
ცხედარს დღესვე, ქუთაისში, ექსპერტიზისთვის გადაასვენებენ.
სარფის საბაჟოზე ოჯახის წევრები გარდაცვლილის გადმოსვენებას დილიდან ელოდნენ.
საქართველოს მოქალაქე, რომელიც სტამბოლში 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მოკლეს.
კომენტარები