საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საღვაო სეზონთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს.
” საზღვაო სეზონთან დაკავშირებით, თქვენი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, მაქსიმალურად გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
ყურადღება მიაქციეთ სანაპირო ზოლზე დამონტაჟებულ ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს;
არ გასცდეთ მაშველთა პატრულირების არეალს და დაემორჩილეთ მათ მითითებებს;
ნუ შეხვალთ წყალში ნასვამ მდგომარეობაში/ნაბახუსევზე;
ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს/მოზარდებს, ნუ დატოვებთ მათ მეთვალყურეობის გარეშე;
კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობისა და შეზღუდული ხილვადობის დროს;
თავი შეიკავეთ წყალში შესვლისგან იქ, სადაც:
• არ არის მოწყობილი სანაპირო ზოლი,
• არ არის ხალხმრავალი ადგილი,
• არ დგას მიმანიშნებელი და ამკრძალავი ნიშნები,
• არ არის შექმნილი პირობები უსაფრთხო ცურვისთვის.”- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.