პარლამენტის უმცირესობის წევრი ირმა ინაშვილი თეა სირაძეს, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა, პარლამენტში, მის თანაშემწედ მუშაობას სთავაზობს.
“როგორც დავპირდი, თეა სირაძეს ვთავაზობ: იმუშაოს პარლამენტში და გახდეს ჩემი თანაშემწე პატიმარ ქალთა უფლებების დაცვის საკითხში”, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტმა ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ბრალდებული, 4 შვილის დედა თეა სირაძე შეიწყალა, რომელსაც 28 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
კომენტარები