დღეიდან, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება და ჩატარდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის – kids.org.ge-ს საშუალებით. პირველი ეტაპი დღეს, 7 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება.
პირველ ეტაპზე, რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი 14 ივლისს 13:00 საათზე დაიწყება და რეგისტრაციას იმ ოჯახების ბავშვები გაივლიან, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებში. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სარეგისტრაციო ფორმაში დაემატება ხუთი ახალი საბავშვო ბაღი, რომელთაც უკვე მიენიჭა ნომრები.
ესენია:N33-ს საჯარო ბაგა-ბაღი – ვაშლიჯვრის დასახლება, ზონა 2; N69-ე საჯარო ბაგა-ბაღი – ჩიტაიას ქუჩა N6; N74-ე საჯარო ბაგა-ბაღო – პეკინის გამზირი N23; N113-ე საჯარო ბაგა-ბაღი ურეკის ქუჩა N4; სოფელ წინუბნის საბავშვო ბაგა-ბაღი – სოფელი წინუბანი.
თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება
2017/07/07 11:38:30
კომენტარები
ნანახია: 1266 ჯერ