თამარ მეფემ სოფელი ჭორვილა გელათის ტაძარს შესწირა. ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმის“ დღევანდელ ნომერში წერია.
გამოცემამ მკითხველს ერთ-ერთი საარქივო დოკუმენტი -თამარ მეფის სიგელი გააცნო, რომელიც 1187 წლით თარიღდება.
სტატიის თანახმად, ამ სიგელით მეფემ გელათის მონასტერში სარჩოს გარეშე მყოფ 12 ბერს გაუჩინა მუდმივი შემოსავალი.
„სოფელ ჭორვილას ნაწილის შეწირულობის სიგელი თამარ მეფისა გელათის მონასტრისადმი“,-წერია დოკუმენტში.
დოკუმენტში მოხსენიებულია ტერმინი „გზირი“, რომელიც, ისტორიკოსების აზრით, დაბალი ჩინის პოლიციელს აღნიშნავდა.
კომენტარები