ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე აბაშა ადიდდა, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სოფელ საელიაოს მცხოვრებ 65 წლის მამაკაცს მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გადაჰყავდა, რა დროსაც მდინარე მოულოდნელად ადიდდა და მამაკაცი წყალმა წაიღო. ცხედარი რამდენიმე სოფლის მოშორებით იპოვეს.
კომენტარები