დღეიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა დღეებთან შედარებით, გამოიდარებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 8 ივლისს, მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა წინა დღეებთან შედარებთ, უფრო მაღალი იქნება. დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ძლიერი ნალექების გამო, მდინარეებზე ნარჩუნდება წყალმოვარდნების საშიშროება. შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების განვითარება.
9 ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
10 ივლისს, დღისით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს.
კომენტარები