ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, მოჯთაბა ხამენეის მძიმე დამწვრობა აქვს, ფეხზე სამი ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ პროთეზი დასჭირდება. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ხამენეის საუბარი უჭირს და ვიდეომიმართვების ჩაწერას თავს არიდებს, რეჟიმი კი მკაცრად ზღუდავს მასთან წვდომას, რათა ისრაელმა მისი ადგილსამყოფელი არ დაადგინოს.
The New York Times-ის ცნობით, ხამენეის პირადად პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი მკურნალობს, რომელიც პროფესიით კარდიოქირურგია.
კომენტარები
