ამერიკული ავიამზიდი USS George HW Bush-ი ახლო აღმოსავლეთს უახლოვდება, – ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავიამზიდი ინდოეთის ოკეანეში, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის არეალში იმყოფება.
„ნიმიცის“ კლასის ავიამზიდი USS George H.W. Bush-ი (CVN 77) ინდოეთის ოკეანეში, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის არეალში მიცურავს“, – ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.
როგორც „ბიბისი“ წერს, ჯერ გაურკვეველია, შეუერთდება თუ არა ავიამზიდი რეგიონში არსებულ ამერიკულ სამხედრო გემებს, თუ რომელიმე მათგანს ჩაანაცვლებს.
ცნობისთვის, მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი USS Gerald R Ford-ი თებერვლის ბოლოდან ახლო აღმოსავლეთში იმყოფება. იქამდე კი დონადლ ტრამპმა განაცხადა, რომ USS Gerald R Ford-ი ახლო აღმოსავლეთში იგზავნება იმ შემთხვევისთვის, თუ ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები ვერ შედგება და სიტუაცია დაიძაბება.
