უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი მზადაა მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართოს.
აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ალიევთან შეხვედრის დროს უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო ძალისხმევა განიხილეს.
„უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა საკუთარ თავში იპოვოს ძალა, რათა ეს უსამართლო ომი დაასრულოს. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების როლს აღნიშნული მედიაციის პროცესში. აზერბაიჯანის პრეზიდენტს გავუზიარეთ ჩვენი მზაობა სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა აგრეთვე დასძინა, რომ მსგავსი ფორმატის მოლაპარაკებები უკვე გაიმართა თურქეთსა და შვეიცარიაში.
„მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის აზერბაიჯანში, თუ რუსეთი მზად იქნება დიპლომატიისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
