Cathay Pacific-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც მანჩესტერიდან ჰონგ-კონგის მიმართულებით მიფრინავდა, 51 წლის მამაკაცი გონების დაკარგვის შემდეგ გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, მგზავრს გონება თვითმფრინავის აფრენის შემდეგ დაკარგა.
Hong Kong Free Press-ის ცნობით, ჰონგ კონგის პოლიციამ განაცხადა, რომ დაახლოებით დილის 6:15 საათზე მათ მიიღეს შეტყობინება თვითმფრინავში მყოფი მგზავრის გონების დაკარგვის შესახებ.
მედიის ინფორმაციით, ბორტგამცილებლებმა, მომხდარის შესახებ ჰონგ კონგის საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურს აცნობეს, რომლებმაც თავის მხრივ საგანგებო სიტუაციების სამსახური გააფრთხილეს.
თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, სასწრაფო დახმარების მანქანები ასაფრენ ბილიკზე გაგზავნეს. პარამედიკოსები თვითმფრინავში დაუყოვნებლივ ავიდნენ და მამაკაცის რეანიმაცია სცადეს. თუმცა, ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემა HK01-ის ცნობით, მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილად გამოცხადდა.
