პოლიტიკური ძალადობა მთელ მსოფლიოშია. ვერ წარმომიდგენია პროფესია, რომელიც ამაზე სახიფათო იქნებოდა. პოლიტიკური ძალადობისგან არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული, – განაცხადა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე, რომელიც თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე სროლის შემდეგ გაიმართა.
აშშ-ის პრეზიდენტმა საიდუმლო სამსახურის აგენტებსა და მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ღონისძიების გაგრძელება სურდა, თუმცა ვახშამი გადაიდო. სავარაუდოდ მას მომდევნო 30 დღის განმავლობაში ხელახლა ჩაატარებენ.
სროლის შედეგად ერთი აგენტი დაშავდა. მსროლელი დაკავებულია. მისი მოტივები ამ დროისთვის უცნობია. სასამართლოს წინაშე ის ორშაბათს წარდგება.
კომენტარები
