საფრანგეთმა და საბერძნეთმა თავდაცვის ხელშეკრულების ვადა გაახანგრძლივეს.
2021 წელს გაფორმებული დოკუმენტის მოქმედების ვადის კიდევ 5 წლით გაგრძელებას ხელი ათენში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მოაწერეს. მხარეებმა ასევე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს.
კომენტარები
