ვაშინგტონში აგრძელებენ იმ თავდასხმის მოტივების გამოძიებას, რომელიც სასტუმრო „ჰილტონში“ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიღების ცერემონიაზე მოხდა. როგორც უცხოური მედია წერს, თავდამსხმელმა, 31 წლის კოულ თომას ალენმა, სროლამდე ე.წ. „მანიფესტი“ დაწერა.
მედიის ცნობით, ჩანაწერში თავდამსხმელმა პრიორიტეტულ სამიზნეებად მკაფიოდ დაასახელა ამერიკის ადმინისტრაციის თანამშრომლები. გარდა ამისა, მის სოციალურ ქსელებში ხშირად ფიქსირდებოდა „აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა“.
თავდამსხმელმა ეს მანიფესტი საკუთარ ნათესავებს გაუგზავნა. მისმა ძმამ, რომელმაც ეს შეტყობინება მიიღო, პოლიციას აჩვენა ჯერ კიდევ სროლის დაწყებამდე, თუმცა, სამწუხაროდ, სროლის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.
მანამდე ალენი მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში ლოზუნგით „No Kings“, რომლებიც ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული.
მისი ქმედების მოტივებს გამომძიებლები კვლავ იკვლევენ და არ გამორიცხავენ ფსიქიკური აშლილობის ვერსიას.
ტრამპმა თავდამსხმელს „ავადმყოფი ადამიანი“ და „მარტოხელა მგელი“ უწოდა.
