აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკული მხარე სამშვიდობო შეთავაზებაზე ირანისგან პასუხს დღეს ელოდება.
როგორც ამერიკის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, ვაშინგტონისთვის ცნობილია, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დაწესების მიზნით სპეციალური უწყების შექმნას აპირებს, რაც მიუღებელია, რადგან საერთაშორისო წყლებში გავლაზე კონტროლის დაწესება არის კანონდარღვევა.
„ჩვენ მათგან პასუხს დღეს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ რაღაც სერიოზული იქნება, რის გარშემოც სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ღამით ჩვენ ვნახეთ ცნობები, რომ ირანი რაღაც სააგენტოს შექმნას ცდილობს, რომელიც სრუტეში მიმოსვლას გააკონტროლებს. ეს პრობლემა იქნება. ეს მიუღებელია. საერთაშორისო წყლებში კონტროლის დაწესება არის უკანონობა. ეს მიუღებელია. მსოფლიომ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რას იზამს, თუ ირანი საერთაშორისო წყლებზე კონტროლის დამყარებას შეეცდება. ვფიქრობ, ეს მიუღებელია“, – განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.
რუბიომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანის მმართველი სისტემა დაქსაქსული და დისფუნქციურია.
